UNEP შეხვედრა

მიმდინარე წლის 17-20 ივნისს ქ. ბათუმში UNEP-ის (გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა) ორგანიზებით ჩატარდა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის (ECA) ქსელისა და დასავლეთ აზიის (WA) ქსელის ერთობლივი შეხვედრა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გარემოსდაცვითმა ინსპექტორებმა მონაწილეობა მიიღეს ქსელურ შეხვედრაში, რათა გააძლიერონ თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ გამოცდილების გაზიარებას მონრეალის ოქმის პასუხისმგებელ პირებსა და გარემოსდაცვით ინსპექტორებს შორის. მათი ჩართულობა გააძლიერებს მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს მონრეალის ოქმთან დაკავშირებული აღსრულების კუთხით და ხელს შეუწყობს შემდეგი მიზნების მიღწევას:
- გამოცდილების გაზიარება გარემოსდაცვითი ინსპექტორების მიერ დოკუმენტაციის განხილვისა და ადგილზე ინსპექტირების ჩასატარებლად იმ აღჭურვილობისა და ობიექტების, სადაც კონტროლირებადი ნივთიერებები გამოიყენება, დამუშავდება, ინახება ან ტრანსპორტირდება, მათ შორის შეგროვება, რეციკლირება, აღდგენა და დასაწყობება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;
- გარემოსდაცვითი ინსპექტორების შესაძლებლობების გაძლიერება ბაზრის კვლევისა და ეროვნული კანონმდებლობის დაცვის გასაუმჯობესებლად, ასევე შესაბამისი ქვეყნების საზღვრებში უკანონო საქმიანობის თავიდან ასაცილებლად;
- გარემოსდაცვითი ინსპექტორების ცოდნის გაძლიერება ეტიკეტირების, ანგარიშგების, ჟონვაზე შემოწმებისა და შეკეთების ეროვნული მოთხოვნების, ასევე სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიების, მოწყობილობების, მაცივარაგენტების, უსაფრთხოებისა და მუშაობის სტანდარტების შესახებ.
შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ასოციაცია, რაც გამოიხატა გარემოსდაცვითი ინსპექტორებისთვის 20-ზე მეტი ქვეყნიდან თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარებაში.